აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვიდან მიღებული £2.3 მილიარდის უკრაინისთვის გადაცემაზე უარს ამბობს
სანქცირეული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი არ აწერს ხელს 2.3 მილიარდი ფუნტ სტერლინგის უკრაინისთვის გადაცემაზე, რადგან მას სურს, რომ თანხის ნაწილი რუსებმაც მიიღონ, რომლებიც ასევე დაზარალდნენ ომისგან.
ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
აბრამოვიჩს სურს საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი "ომით დაზარალებული რუსების" დასახმარებლად დაიხარჯოს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების პერიოდში მსგავს ნაბიჯს არც ბრიტანეთის მთავრობა და არც ევროკომისია არ დათანხმდება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, ჯერ არ არის გარკვეული, რომ თანხა იქამდე გამოიყოფა, სანამ მთავრობა მომავალ თვეში საზაფხულო შვებულებაში გავა.
"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გამონთავისუფლებული თანხა იმ ადამიანებამდე მივა, ვისთვისაც ეს განკუთვნილია. მე მინდა ვიყო აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს ასეა," თქვა კლევერლიმ.
ინგლისური "ჩელსი" ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოელიმ მიმდინარე წლის იანვარში შეისყიდა. 2003 წლიდან კლუბს რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი ფლობდა.
ლონდონის "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი ფუნტი გაერთიანებული სამეფოს გაყინულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა და ის 100%-ით ქველმოქმედებაზე დაიხარჯება.