ახალი სანქცია: ევროკავშირი რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს აკრძალავს
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბრიუსელი მზად არის, რომ რუსეთზე წნეხი გაზარდოს და ახალი სანქციების ფარგლებში, ქვანახშირის იმპორტი შეზღუდოს, რაც კრემლისთვის წლიურად, დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ზარალს ნიშნავს.
"ევროკავშირი ახალი სანქციების დამატებაზე მუშაობს კვლავ აგრძელებს" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამ დრომდე უცნობია, მოხდება თუ არა სანქციების დაწესება ბუნებრივი გაზის იმპორტზეც, რადგან ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის ამ საკითხზე სრული თანხმობა ამ დრომდე არ არსებობს.