გერმანია უკრაინას საბრძოლო მანქანებს გადასცემს
გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall გეგმავს რომ უკრაინას დამატებით გადასცეს Marder-ის ტიპის 20 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, როგორ ამას გამოცემა Welt იტყობინება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინული მხარე ჯამში 60 ერთეულ Marder-ს მიიღებს: 40 ერთეულს Rheinmetall-ისგან, ხოლო 20-ს გერმანიის არმიიდან.
გერმანულ კომპანიას შეკვეთის განხორციელების განრიგი უკვე გაასაჯაროვა, ხოლო გერმანიის არმიის საწყობში არსებული საბრძოლო მანქანების საფასურს გერმანიის მთავრობა გადაიხდის.
გარდა ამისა, Rheinmetall-ი უკრაინას კიდევ 60 ქვეითთა საბრძოლო მანქანას სთავაზობს, რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ამ კონტექსტში ხაზგასასმელია ისიც, რომ გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანიისგან 40 ერთეულ Marder-ს საბერძნეთი მიიღებს. ეს არის იმ შეთანხმების ნაწილი, რომლითაც ნატოს ქვეყნები უკრაინას საბჭოთა წარმოების სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან, რომელსაც თავად თანამედროვე ტექნიკით ანაცვლებენ.