ამერიკა, ბრიტანეთი და ავსტრალია ჩინეთის საწინააღმდეგო პაქტს აფორმებენ
გაერთიანებულმა სამეფომ, ამერიკამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ისტორიული უსაფრთხოების პაქტის გაფორმებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ჩინეთის გავლენის ზრდასთან დაპირისპირებაა.
ეს ავსტრალიას ატომური წყალქვეშა ნავების წარმოების დაწყების საშუალებას მისცემს, რომლის ტექნოლოგიასაც მათ აშშ გადასცემს.
შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.
ჩინეთმა დაანონსებული პაქტი დაგმო და "ძალიან უპასუხისმგებლო" უწოდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძაო ლიჟიანმა თქვა, რომ პაქტი "სერიოზულად აკნინებს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას და ახალისებს შეიარაღების რბოლას."
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ქვეყნები "ცივი ომის მენტალობასა და იდეოლოგიურ ცრურწმენებში" დაადანაშაულა.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ავსტრალიამ უარი თქვა საფრანგეთთან ერთად 12 წყალქვეშა ნავის წარმოებაზე.
"ეს ზურგში დანის დარტყმაა", - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა 50 მილიარდ დოლარიანი შეთანხმების დარღვევაზე.