ანგელა მერკელი: აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდება

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის შესაჩერებლად ქვეყნის აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება იგეგმება.

გერმანიის იმ რეგიონებში, სადაც 100 000 მოსახლეზე მინიმუმ 3 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ახალი შეზღუდვები დაწესდება. ასეთ ადგილებში საჯარო სივრცეებში - კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში - ასევე რესტორნებში შესვლას მხოლოდ აცრილი ან ვირუსგადატანილი ადამიანები შეძლებენ.

იმ რეგიონებში, სადაც 100 000 მოსახლეზე 6 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, აცრილ და კოვიდგადატანილ ადამიანებზეც გავრცელდება ნეგატიური ტესტის მოთხოვნა საჯარო სივრცეებში შესასვლელად.

კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება იგეგმება იმ რეგიონებში, სადაც 100 000 ადამიანზე 9 ადამიანია ჰოსპიტალიზებული - საქსონიასა და თურინგიაში.

ხუთშაბათს გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 60 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები