ბლინკენი მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა - AP
Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი 18 ივნისს არის დაგეგმილი. ვიზიტი ამერიკულმა მხარემ თებერვალში მას შემდეგ გადადო, რაც მის ტერიტორიაზე ჩინური ჯაშუშური ბუშტი აღმოაჩინა.
ბლინკენი პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქინ განგს შეხვდება და შესაძლოა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდეს.
ჩინეთი ცდილობდა აშშ-ის დარწმუნებას, რომ სადაზვერვო ბუშტზე კონტროლი დაკარგა და აშშ გადაჭარბებულ რეაქციაში დაადანაშაულა. მოგვიანებით პეკინმა განაცხადა, რომ მან 2022 წლის დასაწყისიდან, სავარაუდოდ, ათზე მეტი ასეთი სადაზვერვო ბუშტი დააფიქსირა.
ინცინდეტის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონტაქტები გაგრძელდა, მაგრამ უფრო იშვიათად. ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებებმა გაზარდა.
ჩინეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურია და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა მოსკოვს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს.