აქსიონოვი: ყირიმში უკრანასთან საომრად "მოხალისეები" წვრთნას გადიან

აქსიონოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ ყირიმში "მოხალისეები" წვრთნას გადიან უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ამის შესახებ 15 სექტემბერს Telegram-ზე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა განაცხადა.

"ყირიმში უკვე დისლოცირებულია 1200-ზე მეტი მოხალისე და ყალიბდება კიდევ ორი ბატალიონი. ჩვენ მათ სრულად ვაძლევთ აღჭურვილობას, თავდაცვის, კომუნიკაციის და სადაზვერვო საშუალებებს. პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა სრულად აღჭურვილი წავიდეს ბრძოლაში", - წერს ის. 

აქსიონოვმა ასევე მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ინიციატივას რუსეთის ფედერაციის რეგიონებში მოხალისეების მომზადებაზე.

13 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში უკრაინის ომის მხარდასაჭერად ეროვნული მობილიზაციის გამოცხადება "არ განიხილება". 

მსგავსი სიახლეები