არესტოვიჩი: ხერსონში ათასზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა დაადასტურა ხერსონის რეგიონში, ვისოკოპოლიეს მახლობლად რამდენიმე რუსული შენაერთის ალყაში მოქცევა.

"ნაწილობრივ ავიღეთ ოლგინო და თითქმის მთლიანად პოტემკინო, ეს არის ორი დასახლება ვისოკოპოლის მარჯვნივ და მარცხნივ. იქ, ფაქტობრივად, ილოვაისკი მეორდება რუსული ჯარებისთვის, რადგან დაახლოებით ათასზე მეტი მებრძოლია იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით", - თქვა მან მარკ ფეიგინთან პირდაპირ ეთერში.

არესტოვიჩის თქმით, რუსი სამხედროები ტაქტიკურ ალყაში არიან. გუშინ მათ ალყის გარღვევა სცადეს, მაგრამ უკრაინულმა ცეცხლმა ისინი შეაჩერა. რუსებმა უკან დაიხიეს და ალყიდან თავის დასაღწევად გამოყენებადი ერთადერთი გზა მუდმივი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არის.

მსგავსი სიახლეები