აშშ ბავარიაში სამხედრო კონტიგენტს გაზრდის

ბავარიის მთავრობის განცხადებით, აშშ-ს არმია ანსბახში კონტიგენტს გაზრდის. ქალაქში, ამერიკულ ბაზაზე, მუდმივად განთავსდება კიდევ 500 სამხედრო, ასევე მათი ოჯახის წევრები - სულ 1000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას 16 ნოემბერს ბავარიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები  ანსბახში მდებარე ამერიკულ გარნიზონში 2032 წლისთვის დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ბავარიის სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელი ფლორიან ჰერმანი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას.

"ბავარია არის აშშ-ს არმიის ამაყი პარტნიორი", - თქვა მან. ჰერმანმა ამას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პარტნიორობისთვის "მნიშვნელოვანი სიგნალი" უწოდა.

"გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ გაზარდოს თავისი ჯარების წარმომადგენლობა და ერთად გავგზავნოთ ძლიერებისა და ერთიანობის სიგნალი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე", - აღნიშნა ბავარიის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები