აშშ-ის კონგრესმა ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა ჰამასის ტერორისტებთან ომში. ეს წარმომადგენლობითი პალატის პირველი გადაწყვეტილებაა ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ.

რეზოლუცია სახელწოდებით: "ისრაელის გვერდით დგომა, რადგან ის თავს იცავს ჰამასის და სხვა ტერორისტების მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომისგან."

რეზოლუციის მხარი 412-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო.

მოწინააღმდეგებს შორის ცხრა დემოკრატია და ერთი რესპუბლიკელია, კიდევ ექვსმა დემოკრატმა თავი შეიკავა.

3 ოქტომბერს, დემოკრატიული პარტიის ყველა კონგრესმენმა და რესპუბლიკელების ნაწილმა მხარი დაუჭირა კევინ მაკარტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებას. მაკარტი რესპუბლიკური პარტიის ულტრამემარჯვენე ფრთამ დემოკრატებთან თანამშრომლობაში და უკრაინის დასახმარებლად "საიდუმლო გარიგებაში" დაადანაშაულა.

25 ოქტომბრამდე აშშ-ის კონგრესი პარალიზებული იყო. 

მსგავსი სიახლეები