აშშ-მ უკრაინას 350 მილიონი დოლარის სასწრაფო სამხედრო დახმარებას გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმ უკრაინის საგანგებო სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ მემორანდუმი გამოსცა.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული პაკეტის ჯამური მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის დიდი ნაწილი 350 მილიონი დოლარი სასწრაფო სამხედრო დამხარებაზე დაიხარჯება. 

თეთრი სახლი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 6.4 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოსთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროზე დაყრდნობთ ავრცელებს. 

ამ პაკეტიდან 2.9 მილიარდი დოლარი გამოყოფილია უკრაინის უსაფრთხოების სფეროს გასაძლიერებლად, ხოლო დანარჩენი ჰუმანიტარულ დახმარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას მოხმარდება. 

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას 3.5 მილიარდის მოცულობის დახმარებას გამოუყოფს პენტაგონი, რომელიც მხოლოდ თავდაცვის ხარჯებზე იქნება მიმართული.

 

მსგავსი სიახლეები