აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფანის მართვა შესთავაზა - Middle East Eye

თურქეთში აშშ-ის ელჩმა ტომ ბარაკმა, პარასკევს ჩატარებულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ე.წ. "ზანგეზურის დერეფანის" მართვა შესთავაზა, რათა ორ ქვეყანას შორის გაჭიანურებული დიპლომატიური მოლაპარაკებების პროგრესირება დაიწყოს.

State Of Play: მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მარტში კონსენსუსს მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, ბაქო კვლავ დაჟინებით მოითხოვს რამდენიმე დამატებითი პირობის შესრულებას დოკუმენტის ოფიციალურად ხელმოწერამდე.

  • აზერბაიჯანი სომხეთს კონსტიტუციის შეცვლას სთხოვს, რომელშიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პრეტენზიებია გამოთქმული.
  • ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ანკლავთან, ნახიჩევანთან აკავშირებს.
  • სომხეთი უარს ამბობს ტერმინ "ზანგეზურის დერეფნის" გამოყენებაზე და ამტკიცებს, რომ ეს სიუნიქის რეგიონის ნაწილია.
  • აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვს, რომ დერეფანი სომხეთის სრული კონტროლის ქვეშ არ უნდა მოექცეს.
  • სომხეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნული მარშრუტის კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას.

Big Picture: 32 კილომეტრიანი დერეფანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა.

  • "ისინი 32 კილომეტრიან გზაზე კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. ეს ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა," - განუცხადა აშშ-ის ელჩმა ბარაკმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე. "შეიძლება ასე მოხდეს, ამერიკა ერევა და ამბობს: კარგი, ჩვენ გავაკონტროლებთ მას. მოგვეცით 32 კილომეტრიანი გზა ასწლიანი იჯარით და ყველამ ისარგებლეთ მისით."
  • ბარაკის განცხადება პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას დერეფნის მართვა ამერიკული კომპანიების მეშვეობით სურს.

Сontext: ეს გეგმა ევროკავშირის ადრინდელ წინადადებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, მარშრუტზე ტვირთების ტრანზიტის მართვასა და მონიტორინგს ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია განახორციელებს, რომელიც მონაცემებს ყველა მხარესთან გამჭვირვალედ გაცვლის.

  • მედიაში გავრცელებული ცნობებით,თურქეთმა მოუწოდა ბაქოს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და აზერბაიჯანს შეახსენა რეგიონული დინამიკის ცვლილებები, როგორიცაა ირანის გავლენის შემცირება.

 

 

მსგავსი სიახლეები