აშშ-ს დახმარების შემდეგ პაკეტში უკრაინა პირველად მიიღებს შორი რადიუსის რაკეტებს

ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტში უკრაინა პირველად მიიღებს შორი მოქმედების რაკეტებს. საუბარია GLSDB ტიპის ჭკვიან ბომბებზე, რომელსაც სამიზნის განადგურება 150 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. 

ეს უკრაინული ავიაციასთვიის საცეცხლე წვდომის მანძილს თითქმის ორჯერ გაზრდის - ამ დრომდე დასავლეთი ამ დრომდე უკრაინას მაქსიმუმ 80 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტებს აწვდიდა. 

"მორიგი პაკეტის ფარგლებში უკრაინას GSLDB-ის რაკეტებს, ეს მათ მისცემს უფრო მეტ საცეცხლე სიმძლავრეს და მისცემს საშუალებას უკეთ დაიცვან და გაათავისუფლონ ოკუპირებული ტერიტორიები",- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. 

სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის მოცულობა 2.1 მილიარდი დოლარია. 

კონტექსტი 

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის შანსი რამდენიმე დღის წერდა Reuters. 

GLSDB-ის ტიპის რაკეტები შვედურ-ამერიკული კოოპერაციის პროდუქტია და წარმოადგენს თვითდამიზნებად რაკეტას, რომელსაც 150 კილომეტრის რადიუსში მოძრავი სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურება შეუძლია. მნიშნლევანია, რომ რაკეტები სრულად თავსებადია უკრაინის განკარგულებაში არსებულ HIMARS-ებთან და ამ ტიპის რაკეტების გასაშვებად ყველაზე ხშირად სწორედ HIMARS-ის გამშვებ დანადგარებს იყენებენ. 

ამ დრომდე დასავლეთი უკრაინას მაქსიმუმ 80 კილომეტრის რადიუსის რაკეტებს გადასცემდა. 

უკრაინელები დიდი ხანია აშშ-ს შორის რადიუსის რაკეტებს და კერძოდ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს თხოვენ, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებდა, რასაც კონფლიქტის ესკალაციის საშიშროებით ხსნიდა. ამ ტიპის რაკეტების რადიუსი 300 კილომეტრია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად როდის მიიღებს უკრაინა აღნიშნულ რაკეტებს - ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა არსებული მარაგების გაცემაზე და სანაცვლოდ Abrams-ის ტანკების მსგავსად უკრაინის სამხედრო დახმარების (USAI) აქტის ფარგლებში მიიღებს.

ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული შეიარაღება პენტაგონის შეკვეთის ფარგლებში დამზადდება, რასაც რამდენიმე თვე დაჭირდება. ზოგი წყაორის ცნოიბთ GLSDB-ის რაკეტებს უკრაინა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები