აშშ-ს სენატმა სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აკრძალვას დაუჭირა მხარი

აშშ-ს სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის სამთავრობო მოწყობილობებზე ტიკტოკის აპლიკაციის გადმოწერას კრძალავს.
 
კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორებმა, ჯოშ ჰოულიმ, მარკო რუბიომ, ტომ კოტონმა და რიკ სკოტმა წარადგინეს, სენატმა ერთხმად მიიღო.
 
"ტიკტოკი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტროას ცხენია და აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა სენატორმა ჰოულიმ.
 
ტიკტოკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კანონპროექტს "აშშ-ს უსაფრთხოების ინტერესების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო".

ახლა საჭიროა, რომ კანონპროექტი კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ და პრეზიდენტმა დაამტკიცონ. ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც იანვრამდე დემოკრატები აკონტროლებენ, კანონპროექტს მიმდინარე ვადის დასრულებამდე უყაროს კენჭი.

მსგავსი შეზღუდვები უკვე დააწესეს აშშ-ს რამდენიმე შტატში, რომლებსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

აშშ-ში აპლიკაციის შეზღუდვა ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა, დონალნდ ტრამპმა სცადა, თუმცა მისმა მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა წინამორბედის ინიციატივა უკუაგდო.

 

მსგავსი სიახლეები