აშშ უკრაინას $1.3 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე დაიხარჯება.

დახმარების პაკეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გამოაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს განადგურებას, ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ცხოვრების აღდგენაში, ქვეყნის აღდგენაში, მისი მომავლის აღდგენაში," - თქვა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ 520 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზებისთვის.

21 ივნისს, ლონდონში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია (Ukraine Recovery Conference) დაიწყო.

მსგავსი სიახლეები