აშშ უკრაინას $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
პარასკევს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის შემადგენლობა გამოაქვეყნა.
პაკეტი მოწინავე ორმაგი დანიშნულების ჩვეულებრივ საბრძოლო მასალას (DPICM) ანუ კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ-იანი და 100 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, AIM-7 Sparrow-ს რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის, Stinger-ის საზენიტო სისტემები და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
აღჭურვილობას შორისაა 31 155-მმ-იანი ჰაუბიცა, 32 Bradley-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 32 Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე 27 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის ევაკუაციისთვის და 10 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის.
გარდ ამისა, ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობა, TOW-ს რაკეტები, "ზუსტად მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა," უპილოტო საფრენი აპარატი Penguin, ცეცხლსასროლი შეიარაღება, 28 მილიონზე მეტი ტყვია და სათადარიგო ნაწილები.
ეს არის უკრაინისთვის გადაცემული დახმარების 42-ე პაკეტი. 2022 წლის თებერვლიდან აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა $41.3 მილიონზე მეტია.