ავსტრალია ამერიკისგან $3.5 მილიარდის ტანკებს შეიძენს

 

ავსტრალია ამერიკისგან 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 120 ტანკს და სხვა ჯავშანტექნიკას შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას Sydney Morning Herald ავრცელებს.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს მომავალში საჯაროდ დაადასტურებს.

ქვეყანა 75 M1A2 Abrams-ს, 29 ჯავშანტრანსპორტიორს, 17 საინჟინრო და 6 სამედიცინო ჯავშანმანქანას შეიძენს. 

შესყიდვის მიზანი ავსტრალიელი სამხედროებისთვის ბრძოლისას დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ახალ ტექნიკას ქვეყანა 2024 წელს მიიღებს.

უახლოეს წლებში ავსტრალია ჯავშანტექნიკის განახლებაზე 30-42 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

 

 

მსგავსი სიახლეები