ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს "დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებებისთვის."
ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Heute-ს განუცხადა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოაცხადოს პერსონა ნონ გრატად, რადგან მათი საქმიანობა "შეუთავსებელია დიპლომატიურ სტატუსთან."
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი "არასასურველ პირად" გამოცხადდა.
მათ ქვეყანა 19 მარტის ჩათვლით უნდა დატოვონ.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შესაძლოა დიპლომატებს სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდეს. შესაბამისი მასალა კვირის დასაწყისში ვენურმა გაზეთმა Falter-მა გამოაქვეყნა.
მასალაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში რუსეთის საელჩოში აკრედიტებული 23 დიპლომატია ჩართული სადაზვერვო საქმიანობაში.
გასულ წელს ავსტრიიდან ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი "დიპლომატი" გააძევეს.