ავსტრიის კანცლერი: ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებას.
"რუსულ გაზზე ემბარგოს წინააღმდეგი მხოლოდ ავსტრია არ არის. მეორე მხრივ, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტად რუსეთს უნდა დაარტყას, ვიდრე ევროკავშირს", - თქვა ნეჰამერმა.