ტრამპმა უარი უთხრა ორბანს რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებულ გამონაკლისზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უარი უთხრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისის თხოვნაზე.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავზე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- ჟურნალისტებმა ამერიკელ პრეზიდენტს ჰკითხეს მიმართა თუ არა თხოვნით ვიქტორ ორბანმა რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვების თხოვნით.
- "დიახ, ორბანმა გვთხოვა გამონაკლისი დაგვეშვა, ჩვენ ამის უფლება არ მივეცით, მაგრამ ორბანმა ასეთი თხოვნით მოგვმართა"- თქვა ტრამპმა.
დიდი სურათი: საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც 22 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს სანავთობო კომპანიებს როსნეფტს და ლუკოილს.
- უნგრეთის პრემიერმა სანქციებს შეცდომა უწოდა დაა რომ ამის შესახებ ტრამპს 7 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე გაესაუბრებოდა.
- მოგვიანებით, შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, მეთიუ უაიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თურქეთისგან, უნგრეთისგან და სლოვაკეთისგან რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას ელოდება.
კონტექსტი: ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები 21 ნოემბრიდან ამოქმედდება - ექსპერტების შეფასებით, შეზღუდვების ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულება იქნება იმაზე, თუ რამდენად მკაცრად აღასრულებს ხაზინა მეორად სანქციებს.
სიღრმისეულად: რას ნიშნავს ტრამპის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რა (არ) შეუძლია მათ