Axios: ქნესეთმა ზელენსკის მიმართვის მოსასმენად სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა
ისრაელის პარლამენტის სპიკერმა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად საგანგებო სესიის მოწვევაზე უარი განაცხადა.
ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევიმ უკრაინულ მხარეს Zoom-ის პლატფორმით ონლაინ-შეხვედრის ჩატარება შესთავაზა, წერს გამოცემა Axios-ი ისრაელელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით.
Axios-ის ინფორმაციით, უკრაინული მხარე ქნესეთის სპიკერის გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებული“ გახდა.
ისრაელში უკრაინის ელჩი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
ებრაული წარმოშობის ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს და მსოფლიო ებრაელობას უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობის ინიციატივით გამოდის.
ცოტა ხნის წინ ის კრემლში ვლადიმირ პუტინს ეწვია. ბენეტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა მას უკრაინისთვის წაყენებული მოთხოვნები გააცნო.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის და ევროპული კავშირის პარლამენტებს მიმართა.