აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას 49%-ით ზრდის

აზერბიჯანი ევროკავშირთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას ზრდის - 2027 წლამდე ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეისყიდეს. 

ამის შესახებ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმშია საუბარი.

მომერანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

მემორანდუმი სამხრეთ საგაზო კორიდორის (ბაქო-თბილისი-ერზურუმი) გამტარობის გაორმაგებს ითვალისწინებს. ამგვარად 2027 წალმდე ევროგაერთიანება აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს შეიძენს. 

სავარაუდოდ ვაჭრობის მოცულობები უკვე მიმდინარე წელს 8.1 მილიარდიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც ჯამურად დაახლოებით 49%-იანი მატებაა. 

შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის დეტალების განსახილველად ერთმანეთს შეხვდებიან ენერგეტიკის ევროკომისარი, კადრი სიმსონი და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფერვეზ შახბაზოვი.

უკვე 19 ივლისს ბრიუსელში აზერბაიჯან-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა შედგება.  

 

მსგავსი სიახლეები