აზერბაიჯანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნას განიხილავს - Caliber

აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნის საკითხი განიხილოს, თუ რუსეთი უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გააგრძელებს, რომელზეც აზერბაიჯანული გაზი გადის. ამის შესახებ გამოცემა Caliber.Az წერს.

State Of Play: კვირას აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს და რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ოდესაში SOCAR-ის ნავთობის ბაზის დაბომბვა განიხილეს.

  • ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების გამო აღშფოთება გამოხატეს.
  • Caliber.Az-ის ცნობით, სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თუ რუსეთი აზერბაიჯანის ინტერესების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, ოფიციალური ბაქო თავის არსენალში არსებული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნას განიხილავს.

Big Picture: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ენერგეტიკული ობიექტების მიზანმიმართული დაბობვა დაიწყო, რაც ბაქოს საპასუხო ზომების მიღებას აიძულებს.

  • 2025 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინის ოდესის ოლქში აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის ნავთობბაზაზე მიიტანეს იერიში. რუსეთმა SOCAR-ის ნავთობბაზა ხუთი დრონით დაბომბა, რამაც ხანძარი გამოიწვია და დიზელის მილსადენი დააზიანა.
  • კომპანიის ოთხი თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა. ეს ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინაში აზერბაიჯანთან დაკავშირებულ ობიექტებზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე დაიბომბა ორლოვკას მახლობლად მდებარე გაზგამანაწილებელი სადგური, რომელიც ტრანსბალკანური გაზსადენის საკვანძო ელემენტია, რომლითაც 28 ივნისს უკრაინაში აზერბაიჯანული გაზი შევიდა.

მსგავსი სიახლეები