აზერბაიჯანმა ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის 3 ყოფილი პრეზიდენტი დააკავა

აზერბაიჯანელმა ძალოვნებმა ყარაბაღის ტერიტორიაზე არაღიარებული რესპუბლიკის 3 ყოფილი პრეზიდენტი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: არკადი გუკასიანი, ბაქო სააკიანი და არაიკ არუთუნიანი. გარდა ამისა პატიმრობაშია ე.წ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავიდ იშხანიანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, გუკასიანი, სააკიანი და იშხანიანი უკვე გადაიყვანეს აზერბაიჯანის დედაქალაქში. 

ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ცნობით, უკვე სომხეთში აზერბაიჯანის საკონტროლო პუნქტის გავლით უკვე ჩავიდნენ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, არარატ მელკუმიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი კარენ სარგსიანი, სახელმწიფო მინისტრი, არტურ არუთუნიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კარენ შახრამანიანი. 

ამავე წყაროს ცნობით, ყოფილ პრეზიდენტებთან დაკავშირებით უკვე 24 საათზე მეტია ვერ ხერხდება. 

კონტექსტი 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

გასული 2 კვირის განმავლობაში ყარაბაღი თითქმის სრულად დაიცალა ეთნიკური სომხებისგან - გაეროს მისიის მონაცემებით ამ დროისთვის რეგიონში სულ ათასამდე ეთნიკური სომეხი რჩება. 

 

მსგავსი სიახლეები