აზოვის პოლკი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა
რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა - ინფორმაციას ამის შესახებ აზოვის პოლკი ავრცელებს, რომელიც ქალაქ მარიუპოლში ომის დაწყების დღიდან უპირისპირდება რუს ოკუპანტებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარია, თუმცა აზოვის პოლკის ცნობით, მისი გავრცელება უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით მოხდა.
არსებული ინფორმაციით დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა და გადაადგილების უნარის დარღვევა.
რამდენიმე საათით ადრე სამრეწველო კომპლექსს აზოვსტალში გამაგრებული მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ედუარდ ბასურინი.
მასალა განახლებადია.