ბაღდადის აეროპორტს სამი რაკეტა მოხვდა
ერაყის დედაქალაქის, ბაღდადის აეროპორტს სამი რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ორი კომერციული თვითმფრინავი დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაჭრილა.
ბაღდადის აეროპორტში ამერიკული სამხედრო ბაზაა, მაგრამ რაკეტები აეროპორტის არც სამხედრო და არც სამოქალაქო ნაწილს არ დაეცა.
იანვრის დასაწყისში ერაყის არმიამ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, რომლებიც ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას გეგმავდნენ. შეტევა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების ორი წლის თავს დაემთხვა, რომელიც ბაღდადის აეროპორტთან ახლოს, 2020 წელს მოკლეს.