ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის $60 მილიარდის გამოყოფას სთხოვს
თეთრმა სახლმა კონგრესს 105 მილიარდი დოლარის დახმარება სთხოვა უკრაინისა და ისრაელისთვის, ასევე აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის.
ამის შესახებ CNBC წერს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნილი თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 61 მილიარდ დოლარზე მეტი, უკრაინისკენ მიიმართება.
ბაიდენმა ასევე დამატებით 14.3 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის მოითხოვა, 2 მილიარდი ტაივანისა და ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოებისთვის და 9 მილიარდზე მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
19 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ ერს ვაშინგტონის დროით 20:00 საათზე სპეციალური სიტყვით მიმართა, რომელშიც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებს "ტერორისტებისა და ტირანების" - ჰამასისა და ვლადიმერ პუტინის წარმატებას ამერიკაში პოლიტიკური განხეთქილების გამო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჯერ არ აურჩევია სპიკერი და, შესაბამისად, არ შეუძლია ხმა მისცეს კანონპროექტებს, მათ შორის უკრაინის დახმარების.