ბაიდენი: პუტინი ყაჩაღია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოიყენა კიდევ ერთი შესაძლებლობა და აშშ-ის კონგრესს მოუწოდა დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარება და გააკრიტიკა აგრესორი სახელმწიფოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ამის შესახებ მან წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ გალა ვახშამზე გამოსვლისას განაცხადა.

ბაიდენმა პარალელები გაავლო ამერიკელებსა და ირლანდიელებს შორის, როგორც ხალხებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, "რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში და პუტინის უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე."

აშშ-ის პრეზიდენტმა დარბაზში მყოფ ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ლეო ვარადკარს მიმართა და მადლობა გადაუხადა უკრაინელებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

"მე მზად ვარ გავაგრძელო ჩემი როლის შესრულება. მე მჯერა, რომ დიდი უმრავლესობის - და ვწუხვარ, რომ ვამბობ ამას - მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონგრესის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა გააკეთოს თავისი გასაკეთებელი და გააგრძელონ ყველა წევრისთვის მოწოდება, რომ აღვუდგეთ ვლადიმერ პუტინს. ის ყაჩაღია," - აღნიშნა ბაიდენმა.

"და მე მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ჩემი ხელმოწერისთვის. კანონპროექტი შეიცავს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას და არანაკლებ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზას სექტორისთვის. მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ." - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები