ბაიდენი უკრაინისთვის კონგრესს დამატებით 24 მილიარდის გამოყოფას სთხოვს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინის სახმედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტშია საუბარი.
აღნიშნული 24 მილიარდი დოლარიდან 13 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე, ხოლო დანარჩენი კი მაკროფინანსური გრანტებზე მოდის.
ჯამურად უკრაინის დახმარების პაკეტთან ერთად ბაიდენი დამატებით თანხების ითხოვს კატასტროფის შედეგების დაძლევისთვის ($12 მილიარდი) ასევე, რუსეთის შეჭრით დაზარებული ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ($4 მილიარდი) სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ($4 მილიარდი) - ამგვარად ჯამურად ბაიდენი კონგრესისგან 40 მილიარდ დოლარს მოითხოვს.
ბევრი კომენტატორის აზრით, უკრაინის დახმარების დიდ პაკეტში მოქცევამ შესაძლოა შეამციროს რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა, რომელთან არაერთი წარმომადგენელი გასული თვეების განმავლობაში ღიად ეწინააღმდეგობოდა უკრაინის დახმარებას.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამურად 75 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, აქ შედის როგორც შეიარაღება, ასევე მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ხარჯები.