ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობა დატოვა და ევროკავშირიდან ელჩი გამოითხოვა
თვეების განმავლობაში ურთიერთობების გამწვავების შემდეგ ბელარუსმა განაცხდა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას ტოვებს.
მინსკი ბრიუსელიდან ელჩის გამოთხოვასაც აპირებს.
ბელარუსის დედაქალაქში ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ ევროკავშირის ქმედებები “საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს მათ ეკონომიკასა და მოქალაქეებს.”
პარასკევს, ბრიუსელმა ბელარუსს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობპროდუქტებს, სასუქებს და თამბაქოს ნაწარმს ეხება.
2020 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიარა. ქვეყანაში რამდენიმე თვის გამავლობაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა.
სანქციების გამკაცრება ბელარუსის ავიაციის მიერ რაინეიარის თვითმფრინავის დასმას და ლუკაშენკოსადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის უკანონო დაკავებას მოჰყვა.
აღმოსავლეთ პარტნიორობაში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები - ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შედიან.