ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა
26 ნოემბერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო უკრაინაში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკის Telegram-ზე ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ვიდეო გამოქვეყნდა.
"მივესალმები ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ დე კროოს უკრაინაში. ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის", - წერს პრეზიდენტი.
თავის მხრივ, დე კროომ Twitter-ზე ზელენსკისთან კიევში შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
"ბოლოდროინდელი ძლიერი დაბომბვის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტად ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ვიდრე ადრე. ზამთრის ცივი თვეების წინ, ბელგია უკრაინას ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს", - წერს ბელგიის პრემიერი ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.