ბელორუსში რუსული ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა
22 ივნისს, ბელორუსში რუსული ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა.
ამ ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 13:30 საათზე ვერტმფრენი ბარანოვიჩის რეგიონში "მძიმედ დაეშვა." ეკიპაჟის წევრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს, ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
Motolko help-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ვერტმფრენი ივაცევიჩისა და ბარანოვიჩს შორის, M1 მაგისტრალთან ჩამოვარდა.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნის საჰაერო ძალების ვერტმფრენზეა საუბარი.