ბენ გვირი: ქნესეთს ტერორისტების სიკვდილით დასჯის კანონპროექტს წარვუდგენ

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა განაცხადა, რომ ქნესეთში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ტერორისტების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბენ გვირი წერს, რომ კანონპროექტს მისი პარტია ებრაული ძალა ორშაბათს ქნესეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტს წარუდგენს.

"ველით, რომ ქნესეთის ყველა წევრი მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან კანონპროექტს," - წერს ის.

ისრაელის ისტორიაში სიკვდილით დასჯა მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს. ბოლოს ჰოლოკოსტის არქიტექტორის, ადოლფ აიხმანის სიკვდილით დასჯისას 1962 წელს.

მსგავსი სიახლეები