ბენაზირ ბჰუტოს ვაჟი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა
პაკისტანის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოკლული პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს, ვაჟი დანიშნა.
33 წლის ბილავალ ბჰუტო-ზარდარი დასავლეთთან დაახლოებულ პოლიტიკოსად მიიჩნევა.
დედამისი, პაკისტანის პირველი ქალი პრემიერი ბენაზირ ბჰუტო 2007 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.
ბენაზირის მამა, ზულფიკარ ალი ბჰუტო, ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც 1979 წელსსამხედრო დიქტატორმა მუჰამად ზია ულ-ჰაყმა ჩამოახრჩო.
ახლადდანიშნული მინისტრის პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში შედგება, რომელიც პაკისტანისთვის საკვანძო სავაჭრო პარტნიორია და ისლამაბადისთვის ფინანსური დახმარების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
შეჰბაზ შარიფმა ძალაუფლება კონსერვატორი მუსლიმი იმრან ხანისგან გადაიბარა, რომელსაც პაკისტანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
ხანიმ პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სცადა, თუმცა ქვყენის უზენაესმა სასამართლომ მისი გადაწყვეტილება კანონგარეშედ გამოაცხადა.
უკვე ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება „აშშ-ს მხარდაჭერით“ განხორციელდა.