ბერბოკი: ევროკავშირი ლისაბონიდან ლუჰანსკამდე გაფართოვდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება. 

ჟურნალისტებთან საუბრისას ანალენა ბერბოკმა განაცხადა - "უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ გაერთიანებაში, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუჰანსკამდე გაფართოვდება. ყოველი მეტრით, ყოველი სოფლით, რომელსაც ათავისუფლებს უკრაინის არმია, ეს აფართოებს გზას ევროკავშირისკენ."

ბერბოკის თქმით, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ ომის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს. 

ევრო-ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეპანიშინამ განაცხადა, რომ ევროკავშირში არსებობს კონსენსუსი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები