ბერბოკი: მხარს ვუჭერ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ მან 2 ივნისს ტელერადიოკომპანია WDR-ის ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ახლა არ შეგვიძლია უკრაინის კარი მივაჯახუნოთ. საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ თქვენ ეკუთვნით ევროპას, თქვენ ეკუთვნით ევროკავშირს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამავდროულად, ბერბოკმა განმარტა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეალური მოლაპარაკებების დაწყებამდე გარკვეული დრო იქნება საჭირო.
"სწრაფი გაწევრიანების პროცესში შეუძლებელია იყოს ფასდაკლება. თუმცა გერმანიასაც უნდა ესმოდეს თავისი ამჟამინდელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიმოქმედოთ ფორმულის მიხედვით, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ისტორიული მომენტი", - აღნიშნა მან.