ბერლინში ახალი წლის ღამეს პალესტინის მომხრეთა აქცია აკრძალეს
ბერლინის ხელისუფლებამ ახალი წლის ღამეს პროპალესტინური აქცია აკრძალა.
ამის შესახებ DW წერს.
სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ "შეკრებაზე იქნება წაქეზება, ანტისემიტური განცხადებები და ძალადობის განდიდება."
აქცია ლოზუნგით "არავითარი ზეიმი გენოციდის დროს" ახალი წლის ღამეს. 22:30 საათიდან 1 იანვრის ღამის პირველ საათამდე დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები ისრაელს ღაზას სექტორში "გენოციდში" ადანაშაულებენ.
აქციის აკრძალვა შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს. ამასთან, გამოცხადებულმა აქციამ კრიტიკა გამოიწვია პოლიციისთვის დამატებითი ტვირთის გამო, რომელიც ახალი წლის ღამეს ზეგანაკვეთურად მუშაობს.
გასულ წელს ბერლინში არეულობები მოხდა და უსაფრთხოების ძალებს პიროტექნიკის გამოყენებით დაესხნენ თავს.
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა, ევროპაში ეკლესიებზე ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტები ვერ შეზღუდავენ ევროპელების ცხოვრების წესს.
მანამდე მან თქვა, რომ საახალწლო არეულობების განმეორების ეშინია ბერლინსა და სხვა ქალაქებში.