ბიბი საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის ლიდერებს ჰამასის წახალისებაში ადანაშაულებს

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ წამოწყებული ახალი იერიშის კრიტიკის პასუხად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის ლიდერების ჰამასის პროპაგანდის გავრცელებაში და ტერორისტული დაჯგუფების წახალისებაში ადანაშაულებს. 

State Of Play: ამის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუმ 22 მაისს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. დასავლელი მოკავშირეები ისრაელისგან მოითხოვენ შეაჩეროს მასშტაბური იერიში და სექტორში დაუშვას მეტი ჰუმანიტარული დახმარება. 

  • ნეთანიაჰუ გამოეხმაურა ამ ქვეყნების მიერ პალესტინური სახელმწიფოს აღიარებასაც და განაცხადა, რომ ეს "საუკეთესოა პრიზია ჰამასისთვის 2023 წლის ოქტომბერში განხორციელებული ტერიტორისტული თავდასხმისთვის."
  • "ვეუბნები, პრეზიდენტ მაკრონს, პრემიერ მინისტრებს, მარკ კარნისა და კირ სტარმერს, როდესაც მადლობას გიხდიან, ტერორისტები, ბავშვების მკვლელები და გამაუპატიურებლები, ე.ი. თქვენ სამართლიანობის, ადამიანურობის, ისტორიის არასწორ მხარეს ხართ."

Big Picture: 19 მაისს გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და კანადამ ერთობლივ განცხადებაში ისრაელს ღაზაში დაწყებული ახალი იერიშის შეწყვეტა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "კონკრეტულ ზომებზე" მიუთითებდნენ. 

  • ცნობილია, რომ კირ სტარმერმა შეაჩერა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები - ბრიუსელში, რომ გადახედავენ ისრაელთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას. 

  • თავის გამოსვლაში ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომლის მკვლელობა "მსგავსი არასწორი განწყობების გავრცელებას დაუკავშირა." 

  • ისრაელის საელჩოს თანამშრომლები შეერთებული შტატების დედაქალაქში პრო-პალესტინურად განწყობილმა შეიარაღებულმა პირმა ელიას როდრიგეზმა მოკლა, სროლის პარალელურად ცნობილ, პრო-პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდა. 

Сontext: დასავლეთის განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია "კატასტროფულს" უწოდებს - გაეროს მონაცემებით ამ დროისთვის სექტორში 50 ათასზე მეტი ადამიანი შიმშილობს. 

 

  • 3-თვიანი ბლოკადისა და გაზრდილი საერთაშორისო წნეხის ფონზე მიმდინარე კვირაში ისრაელმა გაზარდა ღაზაში გატარებული ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობა - ისრაელის ცნობით, 19 მაისიდან მოყოლებული ღაზაში ფქვილით, ბავშვთა საკვებითა და მეტიკამენტებით დატვირთულ 300-მდე სატვირთო მანქანა შევიდა. 

  • მიუხედავად ამისა, ისრაელი ამ დრომდე აგრძელებს მასშტაბურ სამხედრო იერიშის "ჰამასის შტაბებისა და იარაღის საწყობების" გასანადგურებლად. არმიამ ევაკუაციის ბრძანება გასცა ჩრდილოეთ ღაზის უდიდეს ნაწილში, მათ შორის ჯაბალისა და ბეით ლაჰიაში - IDF-ის ცნობით, რაიონში ჰამასის მებრძოლების აქტივობა შეინიშნება. 

  • ადგილობრივი უწყებების ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელის არმიის მოქმედებების შედეგად მოკლულია 107 მოქალაქე (რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან პირებს, ასევე, კომბატანტებს. 

Go Deeper: ღაზაში დაწესებული ბლოკადის პირობების შემსუბუქების გამოცხადებისას ნეთანიაჰუმ მოკავშირეებისგან მომდინარე წნეხს "კრიტიკულ ზღვართან ახლოს მყოფი უწოდა" - მიუხედავად ამისა, ისრაელის პრემიერი უარს ამბობს იერიშის შეწყვეტაზე და ამბობს, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ "ტოტალურ გამარჯვებას" მიაღწევს. 

მსგავსი სიახლეები