ბილ გეითსი ახალი პანდემიის პრევენციაზე წიგნს წერს
Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 8 თებერვალს საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ ახალი პანდემიის პრევენციის შესახებ წიგნზე მუშაობს.
"მე მჯერა, რომ COVID-19 შეიძლება ბოლო პანდემია იყოს. დავიწყე წიგნის წერა, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ პანდემიამ აღარავინ დააზარალოს," - წერს ის.
გეითსის თქმით, წიგნის სახელი - "როგორ ავიცილოთ თავიდან შემდეგი პანდემია" იქნება და 2022 წლის მაისში გამოვა. ფილანტროპი და ბიზნესმენი უკვე დიდი ხანია პანდემიებთან ბრძოლის თემაზე საუბრობს და ამ მიმართულები კვლევებს აფინანსებს.
ახალი წიგნის დაწერის ინსპირაცია გეითსისთვის კორონავირუსის პანდემია იყო.
"როდესაც ვხედავ COVID-19-ით გამოწვეულ ტანჯვას, ვკითხულობ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, ან მესმის, რომ სამსახური დაკარგეს, არ შემიძლია არ ვიფიქრო: ეს ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ." - აღნიშნა Microsoft-ის დამფუძნებელმა.