ბლინკენი: ყველაფერს გავაკეთებთ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სურს დარწმუნდეს, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში "არ გავრცელდება."

"შეშფოთების ერთ-ერთი რეალური მიზეზი ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარია და ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ესკალაცია არ მოხდება," - აღნიშნა მან.

ბლინკენის თქმით, ახლო აღმოსავლეთის პრაქტიკულად ყველა ერის ინტერესებშია ბრძოლის შეჩერება.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ჩვენს მსგავსად უყურებენ ვითარებას, ასევე იყენებენ თავიანთ კავშირებს, იყენებენ თავიანთ გავლენას, იყენებენ თავიანთ ურთიერთობას ზოგიერთ აქტორთან, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ, რათა თავი დააღწიონ პრობლემებს, რათა დარწმუნდნენ, რომ კონფლიქტის არ გავრცელდება," - თქვა მან იორდანიაში გაფრენამდე.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის ჩრდილოეთის უსაფრთხოება.

"ისრაელის პერსპექტივიდან, ის აშკარად არ არის დაინტერესებული, არ სურს ესკალაცია… მაგრამ ისინი ასევე სრულად მზად უნდა იყვნენ საკუთარი თავის დასაცავად," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენი ასევე არაბულ სახელმწიფოებს, ისრაელსა და პალესტინის დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები