ბლინკენი: ჩინეთთან დაპირისპირება გარდაუვალი არ არის

 

ჩინეთთან დაპირისპირება გარდაუვალი არ არის, თუმცა ამერიკა მოკავშირეებთან ერთად ჩინურ აგრესიას წინ უნდა აღუდგეს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

განცხადება ბლინკენმა კანბერაში ავსტრალიის, ინდოეთის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვაშინგტონი, ტოკიო, ნიუ დელი და კანბერა ე. წ. QUAD-ის ალიანსის წევრები არიან, რომელიც ინდოეთის და წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი ჩინური ექსპანსიის შეკავებას ისახავს მიზნად.

„[QUAD-ის წევრები] შეშფოთებულები არიან ბოლო წლებში ჩინეთის აგრესიული ქმედებით როგორც  ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში.“, - ამბობს ბლინკენი.

ცოტა ხნის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ  QUAD-ის ალიანსის სხვა ქვეყნებისთვის „ამერიკული დემოკრატიის ნორმების“ თავის მოსახვევად გამოყენებაში დაადანაშაულა.

სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა სკოტ მორისონმა ალიანსის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბოლო ხანებში ჩინეთს და ავსტრალიას შორის დიპლომატიური დავა ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ დაძაბულობაში გადაიზარდა.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ყველაზე კომპლექსურ და პოტენციურად კატასტროფის ზღვარზე მდგარ უსაფრთხოების ვითარებაში“ იმყოფება.

გასულ წელს აშშ-მ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ კიდევ ერთ ახალ რეგიონულ ალიანსს, AUKUS-ს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც ანგლო-საქსურ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებს.

მსგავსი სიახლეები