ბლინკენი: შესაძლოა დილამდე რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსგავს რამეს დაიწყებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში შეჭრის მომატებულ საფრთხეზე ისუაბრა.
"ვფიქრობ დილამდე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევის მსგავს რამეს დაიწყებს",- თქვა ბლინკენმა. ჟურნალისტის კითხვაზე შეუძლია თუ არა, მას კონკრეტული დროის თქმა, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას ამის თქმა არ შეუძლია.
-
უკრაინის მთავრობის საიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
-
რუსეთმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ საჰაერო სივრცე ჩაკეტა;
- რამდენიმე წუთის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ უკრაინის საზღვართან მობილიზებულ სამხედროებს მისცა ბრძანება - წინ;
- მანამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დონეკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" - პრორუსმა ლიდერებმა ვლადიმირ პუტინს "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში" სამხედრო დახმარება სთხოვეს.