ბლინკენი: რუსეთი ჩაფლავდა - უკრაინას სუვერენიტეტი ვერ წაართვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაუგეგმავი ვიზიტით, კიევში, კვირას ჩავიდან, სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ერთად, რომელთა შორის ლოიდ ოსტინი, აშშ-ს თავდაცვის მდივანიც იმყოფებოდა. 

ჟურნალისტებთან საუბარში, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევისგან შორს იყო. 

"რუსეთს სურდა, რომ უკრაინისთვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წაერთმია, რაც ვერ შეძლეს. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა, იმაზე დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი სცენაზე იქნება."

ამერიკის სახელმიწფო მდივანმა და თავდაცვის მდივანმა შეხვედრა ვოლოდიმერ ზელენსკისთან და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან გამართეს, სადაც, მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აშშ მზად არის შესაბამისი აღჭურვილობისა და დახმარების მისაწოდებლად. 

"ჩვენ ბევრი რამის ნახვა ვერ შევძელით, გარდა მატარებლის ფანჯრიდან დანახული ხედისა, თუმცა, რათქმაუნდა ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში, რაც იმის ნიშანია, რომ კიებისთვის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა" - აღნიშნა ბლინკენმა.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა 3 საათზე დიდხანს გაგრძელდა და როგორც ამერიკული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, დახმარებასთან ერთად, უახლოეს კვირებში ამერიკის საელჩო კიევში კვლავ აღადგენს საქმიანობას.

ომის დაწყების შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი რანგის ამერიკული დელეგაციაა, რომელიც უკრაინას ესტუმრა.  

მსგავსი სიახლეები