ბოიჩენკო: ინფექციური დაავადებებით შესაძლოა მარიუპოლის 10 ათასი მცხოვრები დაიღუპოს
ინფექციური დაავადებების ზრდამ შეიძლება დონეცკის ოლქის ოკუპირებული ქალაქის, მარიუპოლის მაცხოვრებლების სიკვდილი გამოიწვიოს. ამის შესახებ 10 ივნისს ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
"დიზენტერიამ, ქოლერამ და სხვა სახიფათო ინფექციურმა დაავადებებმა წლის ბოლომდე მარიუპოლის დაახლოებით 10 ათასი მოსახლის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს. ამას ჩვენი ექიმები ამბობენ და ამას ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს", - განაცხადა მან.
მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქალაქში ეპიდემიური მდგომარეობა "ყოველდღიურად უარესდება" მასობრივი საფლავების, წვიმებისა და ჰაერის ტემპერატურის მატების გამო.
"აუცილებელია წითელი ჯვრის და გაეროს საერთაშორისო მისიების გაერთიანება, რათა შეიქმნას მდგრადი "მწვანე დერეფნები", რათა დაიწყოს ხალხის მასობრივი ევაკუაცია ქალაქიდან, სანამ გვიან არ არის", - განაცხადა ბოიჩენკომ.