ბოლივიამ ჰამასთან ომის გამო, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური კავშირები "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების" მოტივით გაწყვიტა. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამის მიზეზი ისრაელის მიერ ღაზაში, ჰამასის წინააღმდეგ დაწყებული ანტი-ტერორისტული ოპერაციაა. ისრაელმა სამხედრო მოქმედება 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომელსაც დაახლოებით 1400 ადამიანი შეეწირა.

ჰამასი ამბობს, რომ ისრაელის ოპერაციის შედეგად 8500-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

ბოლივიამ ღაზაში ბრძოლების გამო ისრაელთან ურთიერთობა 2009 წელსაც გაწყვიტა და მხოლოდ 2020 წელს აღადგინა.

იგივე ბრალდებები თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც გაიმეორა. მისი თქმით, ისრაელი ღაზაში "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს" სჩადის.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ოკუპანტია და ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.

მსგავსი სიახლეები