ბორის ჯონსონი კონსერვატორების ლიდერობიდან ვერ გაადაყენეს
დიდი ბრიტანეთის "კონსერვატიული პარტიის" დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე, დღეს ბორის ჯონსონის წინააღმდეგ, უნდობლობის პროცედურა ჩატარდა, მაგრამ ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მისი პარტიის ლიდერობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა.
"კონსერვატიული პარტიის" დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებამ, ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერობასთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეუნარჩუნა.
ცნობილია, რომ მის გადასაყენებლად საჭირო 180 ხმა იყო, მაგრამ მხოლოდ 148 ხმა მოგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსონის სასარგებლოდ 211 კონსერვატორმა დეპუტატმა გააკეთა არჩევანი.
ჯონსონის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას, საფუძვლად უდევს კორონავირუსის პერიოდში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ჩატარებული წვეულებები, რაც საზოგაოდებისთივს "ფართიგეითის" სახელით არის ცნობილი.