ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი გახდება
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტელეკომპანია GB News-ზე იმუშავებს. ის წამყვანი და მიმომხილველი იქნება საკუთარი პოლიტიკური პროგრამისთვის.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მალე შევუერთდები GB News-ს, რათა გამოვხატო ჩემი გულწრფელი აზრები მსოფლიო პოლიტიკაზე," - თქვა მან.
სავარაუდოდ, ჯონსონი მუშაობას მომავალ წელს დაიწყებს.
ჯონსონმა პირობა დადო, რომ გეგმავს გამოთქვას "მოსაზრებები ყველაფერზე, დაწყებული რუსეთიდან, ჩინეთზე, უკრაინის ომზე და იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ ყველა ამ გამოწვევას, იმ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გველის წინ."
ზაფხულიდან ჯონსონი ყოველკვირეულ სვეტს წერს Daily Mail-ისთვის.
მან ახლახან აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, რუსული კულტურით მაინც ინტერესდება.