ბრიტანეთში კორონავირუსის 50,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 870 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 6 თვის რეკორდია.

რამდენიმე დღეში ქვეყნის ხელისუფლება ყველა შეზღუდვის მოხსნას გეგმავს.

მეცნიერების განცხადებით, ვირუსის დელტა ვარიანტი მოსახლეობის აუცრელ ნაწილში ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ზაფხულში შესაძლოა ინფიცირების რაოდენობამ დღეში 100 000-ს გადააჭარბოს.

ასევე მან აღნიშნა, რომ შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართვიანობა დაბალია.

ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის ფონზე, ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გამო ბევრი აკრიტიკებს.

მსგავსი სიახლეები