უოლესი ადასტურებს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებს მიწოდებას

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდიან. 

ამის შესახებ ბენ უოლესმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

"რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ მხოლოდ მათი ქმედებებით არის განპირობებული უკრაინისთვის მსგავსი სისტემების (Storm Shadow) მიწოდება. მე როგორც თავდაცვის მდივანი მივიჩნევ, რომ ეს არის გათვლილი და პროპორციული პასუხი რუსეთის მხრიდან ესკლაციაზე",- განაცხადა უოლესმა. 

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ СNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ შორი რადიუსის რაკეტები ბრიტანეთისგან უკვე მიიღო. 

საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ ერთობლივად წარმოებული Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები 250 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს და როგორც წესი საჰაერო ბაზირებისაა. წყაროების ცნობით, რაკეტების გადაცემის წინაპირობა ის გახლდათ, რომ უკრაინა აღნიშნულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის არ გამოიყენებდა. 

 

მსგავსი სიახლეები