ბრიტანეთი გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადასაცემად გამოსავალს სთავაზობს
დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას შესთავაზა სქემა, როგორ უნდა გადასცეს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Taurus.
ამის შესახებ გაზეთი Handelsblatt "დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე" დაყრდნობით წერს.
გეგმის მიხედვით, გერმანია თავის Taurus-ებს დიდ ბრიტანეთს გადასცემს, სანაცვლოდ კი უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით Storm Shadow-ს რაკეტებს მიიღებს.
ვარაუდობენ, რომ ლონდონმა ეს წინადადება ბერლინს რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით არ გამოცხადებულა.
გერმანიის კანცლერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი გასული ზაფხულიდან აქტიურად განიხილება. ბერლინს არ სურს ასეთი ნაბიჯის გადადგმა რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმის ხიდზე სარაკეტო დარტყმების გამო ესკალაციის შიშით.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ივან გავრილიუკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Taurus-ის რაკეტების გადაცემა არ გამოიწვევს ბრძოლის ველზე სიტუაციის რადიკალურ ცვლილებას, მაგრამ მნიშვნელოვნად გააფართოვებს უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებს.